ავტორიზაცია

VIDEO: როდემდე მოუთმენენ ტენ ჰაგს? მანჩესტერი ოლდ ტრაფორდზე გალათასარაისთან დამარცხდა

თარიღი 04 ოქტ 2023, 01:07
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „გალათასარაისთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

„მანჩესტერის“ რიგებში დუბლი რასმუს ჰოილუნდმა გაიფორმა და „იუნაიტედი“ წინ ორჯერ გაიყვანა, თუმცა ორივეჯერ თურქებბმა ანგარიში გაათანაბრეს ჯერ ზაჰას გოლით, შემდეგ კი არტურკოღლუს.

78-ე წუთზე მაურო იკარდიმ პენალტი გააცუდა, 81-ზე კი თავისი შეცდომა გამოასწორა და გამარჯვების გოლი მაინც შეაგდო.

77-ე წუთიდან მანკუნიანელები მატჩს 10 კაცით ასრულებდნენ, რადგან მეორე ყვითლის გამო კაზემირო გააძევეს. 

ამრიგად, „მანჩესტერს“ 2 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს, „გალათასარაი“ კი 4 ქულით მე-2 პოზიციაზეა.