ტოტენჰემი მზადაა ჰოიბერგი 30 მილიონად გაყიდოს

ლონდონის "ტოტენჰემი" მზად იქნება გაყიდოს ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი იანვარში, თუ მისთვის სასურველ შეთავაზებას მიიღებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სპურსს დანიელის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ევროს გამომუშავება სურს.
აღნიშნულია, რომ ჰოიბერგის მომსახურებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, რომელმაც ნახევარმცველის შეძენა გასულ ზაფხულს უკვე სცადა.