ავტორიზაცია

"4:1 წაგებას არ ვიმსახურებდით", - ენრიკე მარცხის შემდეგ

"4:1 წაგებას არ ვიმსახურებდით", - ენრიკე მარცხის შემდეგ
თარიღი 05 Oct 2023, 02:13
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და სტუმრად 4:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.

"თამაში კარგად დავიწყეთ და დემბელეს მომენტიც ჰქონდა, შემდეგ კი ნიუკასლმა პრესინგზე საოცრად ითამაშა. ასეთი წაგებები ყოველთვის მწვრთელს ბრალდება.

ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას, კარგად ითამაშეს, მაგრამ ვფიქრობ, 4:1 წაგებას არ ვიმსახურებდით.

რატომ დავაყენე მეორე ტაიმში ზედმეტად შემტევი შემადგელობა? გოლები გვქონდა გასატანი", - განაცხადა ენრიკემ.