საზონოვის გარეშე, მაგრამ ლოჩოშვილთან ერთად - ნაკრების განაცხადი ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.
მეკარეები: ლორია, მამარდაშვილი, გუგეშაშვილი
მცველები: კაშია, კვერკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი, გელაშვილი, კალანდაძე
ნახევარმცველები: კვეკვესკირი, კიტეიშვილი, სიგუა, ქოჩორაშვილი, მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი, ალთუნაშვილი, შენგელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე
თავდასხმა: კვარაცხელია, მიქაუტაძე, ვოლკოვი, ზივზივაძე.
საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15-ში კი კვიპროსს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში დაუხვდება.