ავტორიზაცია

დღეს, ევროტურნირებზე 5 ქართველი ითამაშებს

დღეს, ევროტურნირებზე 5 ქართველი ითამაშებს
თარიღი 05 ოქტ 2023, 14:40
ჩემპიონთა ლიგის კარგი და საინტერესო მატჩების შემდეგ, დღეს საქმეში ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა ერთვება.

დღევანდელ სათამაშო დღეს, ევროტურნირეზე ერთბაშად 5 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბახი" შვედუთ "ჰაკენს" ესტუმრება და ზედიზედ მეორე გამარჯვებას შეეცდება.

ასევე ევროპა ლიგაზე, ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "რაკოვს" ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის "აიაქსი" კი ათენის "აეკთან" შეეცდება პირველი სამი ქულის მოპოვებას.

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას "სლოვან ბრატისლავა" "ოლიმპია "ლუბლიანას" დაუპირისპირდება.