კაშია-კანკავას წარმატებული მატჩი და მძიმე გამარჯვება კონფერენს ლიგაზე
კონფერენს ლიგაზე გამართული შეხვედრა "ოლიმპიასა" და "სლოვან ბრატისლავას" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
"სლოვანის" ქართველი ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს.
კაშიამ და კანკავამ ყვითელი ბარათები მიიღეს, თუმცა კარგი მატჩები ჩაატარეს. კაშიას 7.2, კანკავას კი 6.4 შეფასება დაუწერეს.
აღსანიშნავია, რომ ორი ტურის შემდეგ "სლოვანს" ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.