ავტორიზაცია

მიქაუტაძე აიაქსში კვლავ არ ათამაშეს - საქართველოს ნაკრების მთავარი ფორვარდი არასწორ გუნდში გადავიდა?

მიქაუტაძე აიაქსში კვლავ არ ათამაშეს - საქართველოს ნაკრების მთავარი ფორვარდი არასწორ გუნდში გადავიდა?
თარიღი 05 ოქტ 2023, 23:40
ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის "აიაქსი" სტუმრად ბერძნულ "აეკს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

სამწუხაროდ, ამსტერდამელთა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე იყო.

მიქაუტაძის "აიაქსში" გადასვლას ისედაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ბევრმა გააკრიტიკა, ეს კრიტიკა კი ჯერჯერობით საფუძვლიანია.

სადებიუტო მატჩის შემდეგ, მიქაუტაძეს "აიაქსში" ძირითადში არ დაუწყია, შეცვლაზე მხოლოდ ერთხელ შევიდა, დანარჩენი პერიოდი კი სკამზე გაატარა.

არადა, ის საქართველოს ნაკრების მთავარი ფორვარდია და სათამაშო პრაქტიკა და გოლები პირველ რიგში მას სჭირდება.