ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი აპირებს ჰოლანდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივოს

მანჩესტერ სიტი აპირებს ჰოლანდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივოს
თარიღი 06 Oct 2023, 12:09
"მანჩესტერ სიტი" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს თვეებში გეგმავს, იუწყება Daily Mail.

აღსანიშნავია, რომ "ქალაქელები" ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას მინიმუმ 2028 წლამდე განიხილავენ. 

23 წლის ნორვეგიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ივნისამდეა ძალაში.

გარდა ამისა, მანჩესტერ სიტს შეუძლია ჰოლანდის ხელფასის გაზრდა კვირაში 462 ათას ევრომდე.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა "სიტის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მანჩესტერ "სიტი" 18 ქულით ლიდერობს.