ავტორიზაცია

თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
თარიღი 06 ოქტ 2023, 15:55
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

კვიპროსის ნაკრები 12 ოქტომბერს, ლარნაკაში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 3 დღის შემდეგ საქართველოს ესტუმრება.

კვიპროსის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ჟოელ მოლი (სერვეტი), ნეოფიტოს მიხაელი (ანორთოსისი), დიმიტრის დიმიტრიუ (აპოლონი).

მცველები: ანდრეას კარო (ოფი), ანდერსონ კორეა (ანორთოსისი), სტელიოს ანდრეუ (შარლერუა), მინას ანტონიუ (ანორთოსისი), ნიკოლას იოანუ (კომო), პავლოს კორეა (ანორთოსისი), მარიოს ანტონიადისი (დოქსა), ნიკოლას პანაგიოტუ (ომონია), კოსტას პელეასი (პანსერაიკოსი).

ნახევარმცველები: ხარალამბოს ხარალამბუსი (ომონია), ალექს გოგიჩი (სენტ მირენი), გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა), იოანის კუსულოსი (ომონია), მიხალის იოანუ (ანორთოსისი), სტავროს გავრიელი (აპოელ), ექტორ კიპრიანუ (პიტერბრო), ხარალამბოს კირიაკუ (აპოლონი).

თავდამსხმელები: დიმიტრის ხრისტოფი (ახნასი), ანდრონიკოს კაკულისი (ომონია), ლოიზოს ლოიზუ (ომონია), იოანის პიტასი (აიკ), მარიოს ელია (ახნასი).

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, 17:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.