ავტორიზაცია

ბაიერნის ფანებმა ხელმძღვანელობას ბოატენგის დაბრუნებაზე უარი ათქმევინეს

ბაიერნის ფანებმა ხელმძღვანელობას ბოატენგის დაბრუნებაზე უარი ათქმევინეს
თარიღი 06 ოქტ 2023, 22:56
მიუნხენის „ბაიერნმა“ გუნდში ვეტერანი მცველის დაბრუნებაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჟერომ ბოატენგი „ბაიერნის“ პირველ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, კლუბმა მისი დაბრუნება გადაიფიქრა.

„ბაიერნში“ ბოატენგის დაბრუნებას დაცვის პრობლემების გამო მწვანე თომას ტუხელმაც აუნთო, თუმცა ფანები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ და ხელმძღვანელობამ მათ წინააღმდეგ წასვლა არ ისურვა.

ამრიგად, ბოატენგი კვლავ თავისუფალი აგენტი რჩება და ვერ დაბრუნდება გუნდში, რომელშიც ათი წელი გაატარა.