ავტორიზაცია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს ფინეთს უმასპინძლებს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს ფინეთს უმასპინძლებს
თარიღი 07 ოქტ 2023, 00:59
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა თამაშის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს.

საქართველო - ფინეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი) ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბრუნო პეტრი (კოზენცა, იტალია), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი საქართველო)