ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება ასენსიო მოედანს

"პარი სენ-ჟერმენის" გარემარბი მარკო ასენსიო მალე მოედანს დაუბეუნდება.
27 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში ერთი თვის წინ ტრავმა მიიღო.
27 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში ერთი თვის წინ ტრავმა მიიღო.
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ გამოტოვა "პსჟ"-ს ბოლო ხუთი მატჩი ყველა ტურნირზე, მაგრამ, სავარაუდოდ, მოედანზე მალე დაბრუნებას შეძლებს.
Le Parisien-ის ცნობით, ასენსიო ლუის ენრიკესთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სანაკრებო შესვენების შემდეგ.
როგორც ჩანს, ესპანელი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "მილანთან" მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება.