მორიგი ბრწყინვალე მატჩი: როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?

ლა ლიგაში გამართული შეხვედრა "მალიორკასა" და "ვალენსიას" შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიელთა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
მამარდაშვილმა 4 სეივი გააკეთა, გუნდი მარცხს გადაარჩინა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7.4 შეფასება მიიღო.
