სიმეონე მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტის გაგრძელებაზე დათანხმდა
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.
სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.
სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.
Relevo-ს ცნობით, მხარეები ახლოს არიან ახალი კონტრაქტის პირობებზე სრულ შეთანხმებასთან. სავარაუდოდ, "ატლეტიკო" მალე ოფიციალურად გამოაცხადებს არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიეგო სიმეონეს გუნდი "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიეგო სიმეონეს გუნდი "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.