ამჯერად ფლანგის შემტევად! როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?
დღეს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-8 ტურში ამსტერდამის "აიაქსი" საკუთარ მოედანზე "ალკმაარს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა კვლავაც სათადარიგო სკამიდან დაიწყო და 41-ე წუთზე ტრამვირებული ვან აქსელ დონგენი შეცვალა.
შტეინმა ქართველი ფორვარდი ამჯერად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშა, ხოლო მატჩის მიწურულს ფლანგი შეუცვალა.
22 წლის თადამსხმელი აქტიურობას ცდილობდა და მეორე ტაიმის სტარტზე მეტოქე გუნდის მცველმა საჯარიმოში წააქცია, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი თერთმეტმეტრიანის დასანიშნად საკმარისად არ ჩათვალა.
Sofscore-მა მიქაუტაძეს 6.3 შეფასება დაუწერა, რომელიც ამსტერდამელთა რიგებში ყველაზე დაბალი გახლდათ.