ავტორიზაცია

ესპანეთთან საშინელ მარცხზე, გოჩოლეიშვილზე და შემადგენლობის შერჩევაზე - სანიოლის სრული პრესკონფერენცია

ესპანეთთან საშინელ მარცხზე, გოჩოლეიშვილზე და შემადგენლობის შერჩევაზე - სანიოლის სრული პრესკონფერენცია
თარიღი 09 Oct 2023, 13:00
მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ესპანეთთან 7:1 მარცხზე

ეს საშინელება იყო. მოთამაშეებმა მოედანზე ვერაფერი აჩვენეს, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩემზეა. შეიძლება დაცვასი 3 მცველით უნდა გვეთამაშა და არა 4-ით და ვიფიქრეთ, რომ ეს იყო ეტაპი, რომ რაღაც ახალი შეგვეტანა ტაქტიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხში. ნორვეგიასთან თავი ბევრად კარგად წარმოვაჩინეთ და გამოჩნდა, რომ უკან თამაში 3 მცველით უკეთ გამოგვდიოდა.

შემადგენლობის შერჩევაზე

შემადგენლობის შერჩევაზე ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე შეიძლება გერმანიაში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ბუდუ ნაკრებში თამაშს მაინც ისმახურებს, რადგან ბოლო 2 წელიწადია ნაკრებში მაღალ დონეზე თამაშობს და აქვს სწორი მენტალობა. გოჩოლეიშვილი და აბურჯანია ვერ იყვნენ ისეთი კარგები, როგორც აქამდე. მინდა ამით მათ ვაჩვენო, რომ საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი სჭირდება. მსგავსი სიტუაცია იყო შენგელიას და კვეკვესკირის შემთხვევაში, დღეს კი ისინი ისევ აქ არიან. ნაკრების კარი დახურული არავისთვისაა. სემადგენლობის შერჩევის მხრივ ყურადღება ფიტნესს და მენტალობასაც ექცევა.

მომავლის იმედებზე

ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა. შოტლანდიის, ნორვეგიის და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და მაღალ დონეზე არიან. მსგავსი დონის მეტოქეებთან მატჩები კი უფრო გვზრდის და გვანახებს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს გარშემოა. მარტის ერთა ლიგისთვის ვემზადებით, იქამდე დიდი დროა და უკეთ ვნახავთ, რა, როგორ იქნება.

პრობლემები დაცვაში

დღევანდელ ფეხბურთში მთელი გუნდი იცავს თავს და უტევს. თუ გოლი გადის, ყველას ბრალია, თუ გოლს ვიტანთ, ყველას დამსახურებაა. შესაბამისად, მარტო მცველები არ იცავენ თავს. თუ რომელიმე მოთამაშე თავს კარგად ვერ წარმოაჩენს, მას სხვა ცვლის. იგივე, ამ პაუზაზე დებიუტანტი გელაშვილი გამოვიძახეთ. თუ დააკვირდებით, ბოლო 3 წელიწადში საქართველოს ნაკრები ევროპაში მოწინავეა ახალი ფეხბურთელების მოწვევაში. ვინ იქნება ნაკრებში და ვინ არა, მხოლოდ მე ვწყვეტ.

გოჩოლეიშვილის არ გამოძახებაზე

მისი არ გამოძახება არ არის დასჯა. გოჩოლეიშვილი ნაკრებში იყო მარტშიც, ივნისშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვენდობი, მაგრამ მხოლოდ ნდობა არ არის. ნაკრები საერთაშორისო დონეზე თამაშობს. ესპანეთთან და ნორვეგიასთან ჯამში 9 გოლი მივიღეთ, საიდანაც 6-ში გოჩოლეიშვილის ბრალეულობა იყო. თუ გოჩოლეიშვილი დღეს აქ არ არის, არ ნიშნავს, რომ შემდეგ გამოძახებებზე არ იქნება. მას სჭირდება დრო, რომ ახალ გუნდში დალაგდეს და ინტეგრაცია მოახდინოს. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, გოჩო ნაკრებში დაბრუნდება.