"9 გაშვებული გოლიდან 6 მისი ბრალეულობა იყო", - სანიოლი გოჩოლეიშვილის არ გამოძახებაზე
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გიორგი გოჩოლეიშვილის არ გამოძახების მიზეზებზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, სანაკრებო სიის გამოქვეყნების შემდეგ, ყველაზე დიდი კრიტიკა სწორედ გოჩოლეიშვილის არ გამოძახებამ გამოიწვია.
"მისი არ გამოძახება არ არის დასჯა. გოჩოლეიშვილი ნაკრებში იყო მარტშიც, ივნისშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვენდობი, მაგრამ მხოლოდ ნდობა არ არის. ნაკრები საერთაშორისო დონეზე თამაშობს. ესპანეთთან და ნორვეგიასთან ჯამში 9 გოლი მივიღეთ, საიდანაც 6-ში გოჩოლეიშვილის ბრალეულობა იყო. თუ გოჩოლეიშვილი დღეს აქ არ არის, არ ნიშნავს, რომ შემდეგ გამოძახებებზე არ იქნება.
მას სჭირდება დრო, რომ ახალ გუნდში დალაგდეს და ინტეგრაცია მოახდინოს. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, გოჩო ნაკრებში დაბრუნდება", - განაცხადა სანიოლმა.