ჩელსის ექს-მოთამაშე იუნაიტედის ფეხბურთელზე: "დამატებით ზეწოლას ქმნის, დონეს არ შეესაბამება და მისი მოყვანაც შეცდომა იყო"
„ჩელსის“ ექს-ფორვარდის, კრის სატონის აზრით, ანდრე ონანა „მან იუნაიტედის“ დონეს ვერ შეესაბამება.
„ონანა ფეხით ნორმალურად თამაშობს, მაგრამ მეკარეს პირველ რიგში ხელები სჭირდება და ამ კომპონენტში, არამგონია საკმარისად კარგი იყოს.
ხალხს საგოლე შეტევების ნაწილებად დაშლა უყვარს: „აქ ნახევარმცველები შეცდნენ, იქ პასი გაკეთდა არასწორი, იქით კი ლინდელოფს შეეძლო უკეთ თამაში“. მაგრამ რეალობა ის არის, რომ „მან იუნაიტედს“ მრავალი წლის მანძილზე საუცხოო კიპერები ჰყავდა: შმეიხელი, დე ხეა.
დე ხეა ნამდვილად ონანაზე უკეთესი მეკარეა. ონანა რომ თავის საქმეს კარგად ასრულებდეს, სხვა ლაპარაკია, მაგრამ „ბრენტფორდთან“ მატჩში მაინც სეივის განხორციელება არ უნდა იყოს ასეთი რთული ამბავი.
ვფიქრობ, ანდრე გუნდზე დამატებით ზეწოლას ქმნის და სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ის „მანჩესტერისთვის“ საკმარისად კარგი მეკარე არ არის. კლუბმა მისი მოყვანით უდიდესი შეცდომა დაუშვა.“, - აღნიშნა „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელმა.