ბარსელონა მესის იჯარით აყვანაზე არ ფიქრობს - კლუბს იანვრისთვის სხვა პრიორიტეტი აქვს
ლიონელ მესი იანვარში „ბარსელონაში“ ვერ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამიმ“ მლს-ის პლეი-ოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა, რამაც „ბარსელონაში“ რამდენიმეთვიანი იჯარით დაბრუნებაზე საუბრები განაახლა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ამ ვარიანტს არც განიხილავს, რადგან ამის შესაძლებლობა ფინანსურად შეუძლებელი იქნება.
პრიორიტეტულ ამოცანად „ბარსასთვის“ იანვარში ვიტორ როკეს რეგისტრაცია იქნება, რომელიც კლუბმა გასულ ზაფხულს იყიდა და მისი დამატება იანვრის სატრასნფერო ფანჯრის დროს სურს.
თავად მესიც არ განიხილავს ახლო მომავა₾ში „ბარსელონაში“ დაბრუნებას. შესაძლოა, ის ზამთრის შვებულების დროს კატალონიაში დასასვენებლად ჩაფრინდეს, მაგრამ „ბლაუგრანაში“ თამაშზე საუბარიც არ არის.