ავტორიზაცია

ვან დერ მეიდე: "სირცხვილია, რომ აიაქსმა მიქაუტაძე დაიმატა"

ვან დერ მეიდე: "სირცხვილია, რომ აიაქსმა მიქაუტაძე დაიმატა"
თარიღი 10 Oct 2023, 14:51
ამსტერდამის "აიაქსს" ცუდი დროება უდგას, მორის სტეინის გუნდი ერედივიზიონის სატურნურო ცხრილში 5 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.

ამსტერდამული გრანდის მთავარი მწვრთნელის სტეინის შემდეგ, ნიდერლანდულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიუალური თემა საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანაფერია.

ნიდერლანდების ნაკრებისა და "აიაქსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი ვან დერ მეიდემ მიქაუტაძე გააკრიტიკა.

ვეტერანმა მოთამაშემ "ალკმაართან" მატჩიდან (1-2) ყურადღება ერთ მომენტზე გაამახვილა: მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგის მოგერიებული ბურთი "ალკმაარის" ფეხბურთელს მიუვიდა, მიქაუტაძე კი ამის შემდეგ დაცვაში თავის გუნდს აღარ დაეხმარა.

"აი ამას ვგულისხმობ: მან უბრალოდ წყნარად სიარული დაიწყო და სავარაუდოდ, იძახდა: "ბიჭებო ეს თქვენ გააკეთეთ, რადგან მე არ შემიძლია". 

ეს ყველაფერი დაუჯერებელია. სირცხვილია, რომ აიაქსმა ეს ფეხბურთელი დაიმატა", - აღნიშნა ვან დერ მეიდემ.