სამი საკვანძო ფიგურა - ბარსელონას სერიოზული პრობლემები მოახლოვებული კლასიკოს წინ
27 ოქტომბერს გასამართ საშინაო ელ კლასიკოს „ბარსელონა“ სერიოზული პრობლემებით ხვდება.
პრაქტიკულად გამორიცხულია გუნდის სამი წამყვანი ფეხბურთელის ამ მატჩში მონაწილეობა.
საუბარია ჟულს კუნდეზე, ფრენკი დე იონგსა და რობერტ ლევანდოვსკიზე - თუ რაიმე მოულოდნელი და სასწაულის ტოლფასი არ მოხდა, ვერცერთი ამ სამეულიდან „ბარსას“ კლასიკოში ვერ დაეხმარება.
სამაგიეროდ, პრაქტიკულად გარანტირებული აქვს მატჩში მონაწილეობა პედრის, რომელმაც ტრავმა უკვე პრაქტიკულად მოირჩინა და სანაკრებო პაუზის შემდეგ „ბარსელონასთან“ ერთად სრული დატვირთვით უნდა ივარჯიშოს.
მცირე დისკომფორტს ებრძვის ამჟამად რაფინიაც, რომლის მონაწილეობაც ამჟამად ეჭვქვეშ ნაკლებად დგას და კლასიკოსთვის ისიც მზად უნდა იყოს.