იუვენტუსის ფეხბურთელი ფაჯიოლი უკანონო ფსონების განთავსებაშია ეჭვმიტანილი
იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯიოლი უკანონო ფსონების განთავსებაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.
როგორც იტალიური მედია წერს, 22 წლის ნახევარმცველი არალეგალურ ონლაინ ტოტალიზატორში ფსონების განთავსებაშია ეჭვმიტანილი, რაც პროფესიონალ ფეხბურთელს ეკრძალება და სპორტული კოდექსის 24-ე მუხლის დარღვევაა.
სპორტული კოდექსის შესაძლო დარღვევისთვის ფაჯიოლის დისკვალიფიკაცია სამ წლამდე ან მეტი ვადით ემუქრება, ასევე 25 ათასი ევროს ან მეტი ჯარიმა.
სპორტული კოდექსის შესაძლო დარღვევისთვის ფაჯიოლის დისკვალიფიკაცია სამ წლამდე ან მეტი ვადით ემუქრება, ასევე 25 ათასი ევროს ან მეტი ჯარიმა.