ავტორიზაცია

სანიოლმა დაადასტურა: ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს ხვალინდელ მატჩში?

სანიოლმა დაადასტურა: ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს ხვალინდელ მატჩში?
თარიღი 11 Oct 2023, 18:17
ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებებს შორის.

მატჩის წინ, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს.

"ჩვენს ნაკრებში პირველი მეკარე მამარდაშვილია, მეორე ლორია, მესამე კი გუგეშაშვილი, ხვალინდელ მატჩში კარს გიორგი ლორია დაიცავს", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ლორიას და მამარდაშვილის გარდა, ნაკრებში კიდევ ერთი მეკარე - ლუკა გუგეშაშვილიცაა გამოძახებული.