ავტორიზაცია

"იმედგაცრუებულ ქართველ გულშემატკივარს მივმართავ...", - სანიოლის კომენტარი წარუმატებელ მატჩებზე

"იმედგაცრუებულ ქართველ გულშემატკივარს მივმართავ...", - სანიოლის კომენტარი წარუმატებელ მატჩებზე
თარიღი 11 ოქტ 2023, 18:30
ტაილანდთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ტაილანდთან მატჩში შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, ვინც ბოლო პერიოდში ნაკრებში ხშირად არ თამაშობდა და დაგვანახებენ, რა შეუძლიათ.

ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ბოლო 3 წელიწადში შანსი უამრავ ფეხბურთელს მივეცი და ასე გაგრძელდება.

ჩვენს ნაკრებში პირველი მეკარე მამარდაშვილია, მეორე ლორია, მესამე კი გუგეშაშვილი, ხვალინდელ მატჩში კარს გიორგი ლორია დაიცავს.

ტაილანდს ტექნიკური მოთამაშეებ ჰყავს და თუ შესაძლებლობას მივცემთ, რომ ეს გამოიყენონ, აუცილებლად დავისჯებით. ჩვენი მიზანი კი იქნება, რომ მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და ამის საშუალება არ მივცეთ.

იმედგაცრუებულ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ გათავისებული მაქვს, რომ წინა მატჩები კარგი არ იყო. ჩვენი მიზანი ისაა, რომ შრომა გავაგრძელოთ და მომავალი მატჩებისკენ ვიყუროთ. მესმის, რომ ბევრი გულშემატკივარი იმედგაცრუებულია, რადგან მათ ნაკრები და ქვეყანა უყვართ.. წარმატებული და წარუმატებელი პერიოდი ყველა ნაკრებს უდგას და ეს გარდაუვალია. 

ყოველთვის, როცა ქალაქში გავდივარ, გულშემატკივრისგან გახნევებას ვგრძნობ, რაც სასიამოვნოა. ხალხი ყოველთვის ჩვენს უკანაა და ეს გვაძლიერებს", - განაცხადა სანიოლმა.