ედენ აზარი - რთული და ზარმაცი გენიოსი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის შაბლონურობამ შეიწირა
დაახლოებით 2013 წლის შემდეგ, ედენ აზარის სახელი „ოქროს ბურთზე“ საუბრების დროს სულ ისმოდა. პოპულარული მოსაზრება იმ დროისთვის ასეთი იყო: სანამ მესი და რონალდუ არსებობენ ვერ მოიგებს, შემდეგ კი - რატომაც არა?
ვინ იფიქრებდა, რომ ედენი კარიერასაც კი იმაზე ადრე დაასრულებდა, ვიდრე ლეო თავის უკანასკნელ (ალბათ) ოქროს ბურთს მოიგებს?
პარტნიორები და მეტოქეები ბელგიელს ორი უდიდესის გვერდით ხშირად აყენებდნენ. ბევრის აზრით, ერთადერთი, რაც ბელგიელს ამ ორის დონეზე ასასვლელად აკლდა - შედეგიანობა იყო. „არამგონია, ედენი ოდესმე პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. არადა, ეს ხალხის აზრზე ხშირად დიდ გავლენას ახდენს.“ - ამბობდა ჟოზე მოურინიო.
აზარი ამ ჯილდოზე არამარტო ოცნებობდა, არამედ საჯაროდაც ლაპარაკობდა: „ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთო, რომ მესის და რონალდუს მივუახლოვდე და სეზონში 50-60 გოლი გავიტანო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ნამდვილი ბომბარდირი ვერასდროს ვერ გავხდები. რაღაც მაკლია. პირველ რიგში, ალბათ, საჭირო ფსიქოლოგია.
ვფიქრობ, ახლა ოქროს ბურთი და სხვა ჯილდოები რომ მოიგო, ეგოისტი უნდა იყო, მე კი უბრალოდ ასეთი არ ვარ და ვერ ვიქნები. ხასიათი მაქვს სხვანაირი.“
ეს საუბრები კონკრეტულ ხაზს ორ რამეს უსვამს. პირველი - მხოლოდ ნიჭზე რომ ვისაუბროთ, აზარს ოქროს ბურთის მოგება შეეძლო. მეორე - ის ცოტა ცუდ პერიოდს დაემთხვა და საქმე აქ მხოლოდ მესის და რონალდუს კი არა, რადგან ედენი სამეულშიც კი არასდროს არ მოხვედრილა, არამედ ეპოქის ფასეულობებს ეხება. თანამედროვე ფეხბურთს მართავს არა რომანტიკა, არამედ სტატისტიკა (და ხშირად ზედაპირულიც კი, თუ საუბარი ინდივიდუალურ პრიზებზეა).
აზარმა დიდ წარმატებებს მიაღწია გუნდებში, სადაც გამოკვეთილი ნომერ ერთი იყო, თამაშს დრიბლინგის გარშემო აგებდა და სტატისტიკებითა და დიეტებით თავს არ იღლიდა. მისი ნიჭი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში და ინგლისში სრული წარმატებისთვის მიეღწია, სადაც მან ჩემპიონატებიც მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. აი, ევროპაში კი, სულ რაღაც აკლდებოდა და ეს რაღაც, როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე მეტად ციფრებია, რომელიც პირველ რიგში ინდივიდუალური პრიზების ხმის მიცემის დროს დააკლდა.
სამწუხაროდ, აზარის სტილის ფეხბურთელების საწინააღმდეგო ტენდენცია უკვე დიდი ხანია დაწყებულია:
ახლა მოდაში სტრუქტურული გუნდები არიან, ხოლო გუნდები, რომელშიც ერთი გამოკვეთილი და თავისუფლების მქონე ლიდერი თამაშობს, უფრო და უფრო ნაკლებია
დრიბლინგი უფრო იშვიათი მოვლენა გახდა. მწვრთნელები ყურადღებით აკვირდებიან არა მოტყუებული მეტოქეების რაოდენობას, არამედ წამოსულ კონტრშეტევებს, რომლებიც ბურთის დაკარგვის შედეგად დაიწყო.
ტოპ-ვარსკვლავები შედეგიანობის რეკორდებს ანახლებენ და ძილის დროს, განათების დონესაც კი აკონტროლებენ
„რატომ ვარჯიშობდა აზარი ასე ცუდად? იმიტომ, რომ მოედანზე იყო იმდენად კარგი, რომ ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. შაბათს ან კვირას ის ჩვენთვის თამაშს იგებდა და მატჩის საუკეთესო ხდებოდა. შემდეგ, ორშაბათს და სამშაბათს იყო შეგრძნება, თითქოს ის ვარჯიშზე საერთოდ არ არის. ის ან უბრალოდ იდგა, ან ნელა დადიოდა. საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. მაგრამ ყველა ხვდებოდა, რამდენად კარგი იყო ის მატჩებში. ვუყურებდი და ვფიქრობდი: ძალიან უსამართლობაა, რომ ზოგ-ზოგიერთებს ასეთი გიგანტური ნიჭი ხვდათ წილად.“, - იხსენებდა ჯონ ობი მიკელი.
„აზარი - დიდებული ფეხბურთელია, რომელიც საშინლად ვარჯიშობდა. რთული წარმოსადგენია, რას მიაღწევდა, საქმისადმი უფრო პროფესიონალური მიდგომა რომ ჰქონოდა. ის ვარჯიშებზე მოდიოდა და თითქმის არაფერს არ აკეთებდა. შემდეგ, მოედანზე გადიოდა და ვხედავდით მისი ნიჭის და არა შრომის გამოვლინებას.“, - ეს მოურინიოს სიტყვებია.
ფილიპე ლუისმა კი ყველაფერს ფარდა უფრო კონკრეტული ისტორიით ახადა: „ედენი ზის გასახდელში და Mario Kart-ს თამაშობს. შემოდის ფიზმომზადების მწვრთნელი სიტყვებით: „10 წუთი და გახურებას ვიწყებთ.“ ყველა უკვე მზად არის, ედენს კი არც კი გამოუცვლია. ხუთ წუთში, მწვრთნელი ბრუნდება: „ედენ, დროა!“, ის კი პასუხობს: „ნუ დარდობ, უბრალოდ ბურთი მომეცი და პრობლემა არ იქნება.“
თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ესეც კი არ არის ყველაზე ნათელი სურათი, რომელიც აზარის „შრომისმოყვარეობას“ უსვამს ხაზს. ყველაზე ნათელი და სახალისო მაინც „ლილის“ მაისურით ბოლო მატჩში შესრულებულ „მთვრალ“ ჰეთ-ტრიკს ეხება, რომელიც ფრანგული გუნდის იმდროინდელმა კაპიტანმა, რიო მავუბამ გაიხსენა:
„მესამე ადგილი გავინაღდეთ და „ნანსის“ წინააღმდეგ ჩემპიონატში ბოლო ტურის მატჩი გვიწევდა. აზარს წასვლის წინ წვეულების მოწყობა სურდა და დასალევად წავედით. მეორე დილას, ედენი ჯერ კიდევ მთვრალი იყო, არადა თამაში გვქონდა. ბიჭს საერთოდ არ უძინია, მთელი ღამე სვამდა, მეორე დღეს კი ნახევარ საათში, პირველივე ტაიმში, ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. მაშინ მივხვით, რა დიდი ფეხბურთელი დადგებოდა მისგან.“
ისტორია ასეთ საკულტოდ იმიტომ იქცა, რომ დროის სულისკვეთების საპირისპიროდ მიდის. 90-ანებში ის მსგავსი ისტორიების ნაკადში გადაიკარგებოდა, მაშინ ასეთი რაღაცები რეტრო-ვარსკვლავებს დამატებით შარმს სძენდა.
რამდენიმე კვირაში, „ჩელსის“ მწვრთნელმა, რობერტო დი მატეომ (რომელიც სწორედ 90-იან წლებში თამაშობდა პრემიერ ლიგაში), სწორი ანალოგია შეარჩია: „ჯანფრანკო ძოლა გამორჩეული ტალანტი და მხატვარი იყო, ედენსაც შეუძლია მხატვარი გახდეს.“
გახდა, მაგრამ ვერ მოაგროვა ის აღიარება, რომელზე პრეტენზიაც, თითქოს, თავიდანვე უნდა ჰქონოდა. აზარს ბევრი გამორჩეული თვისება ჰქონდა, მაგრამ დომინანტური - მისი დრიბლინგი იყო. მაშინ, მას უფრო დიდი ფასი ჰქონდა, აზარის უნიკალურობა კი მას ყველა შესაძლო პრიზს გაუნაღდებდა. თუმცა, ეს მაშინ იყო. ამიტომაც ვთქვით, რომ ბელგიელი არასწორ დროს მოხვდა თავისი ფეხბურთით.
Opta Sports-ის უდიდესი ფაქტი: ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის (2011/12) შემდეგ, ედენ აზარი მოტყუებული მეტოქეების რაოდენობით ტოპ 5-ში შედის მესისთან, ნეიმართან, რონალდუსთან და რიბერისთან ერთად. საერთო რაოდენობებით ის მესამეა (აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას სხვებზე გაცილებით ნაკლები მატჩიც აქვს ჩატარებული), დრიბლინგის წარმატებული მცდელობებით კი - საერთოდ ლიდერია, თანაც დიდი უპირატესობით. შეხედეთ, მისი მცდელობების 67.6% წარმატებული იყო, რაც უდიდესი უპირატესობაა ლეო მესის 56.5%-ის ფონზე, რომელიც მეორეა. მსგავსი ციფრებით ვერავინ სხვა ვერ დაიკვეხნის. 67.6% - სააერთოდაც საუკეთესო შედეგია იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც დრიბლინგში 200 ან მეტჯერ წავიდა. საუკეთესო წლებში კი, ცალკეულ მონაკვეთებში, აზარი 80%-ზეც ადიოდა.
ადრე, ასეთ ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებას აძლევდნენ. დღეს კი ითვლიან დაკარგვებს და ხსნიან, რომ კონტრპრესინგი უფრო სახიფათოა როცა ფეხბურთელი ბურთს დრიბლინგის მცდელობისას დაკარგავს, ვიდრე პასის ჩაჭრის შემდეგ. კიდევ ერთი პრეტენზია ის არის, რომ სუპერვარსკვლავები ამ კონტრპრესინგში არც მონაწილეობენ. ტოპ-კლუბებში მოტყუების მცდელობა ჯერ კიდევ დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ სპეციალურ ზონებში. ან არადა აშკარა სუპერვარსკვლავი უნდა იყო, გუნდი კი შენზე ლოცულობდეს.
მაგიურ აზარს ვერ ეტყვი, რომ მოტყუება მხოლოდ ერთ ზონაში სცადოს - ის მეტოქეებს თავის გარშემო ერთი-მეორეს მიყოლებით იგროვებდა და ძალიან დროულად უკეთებდა პასს თავისუფალ თანაგუნდელს. სასარგებლო, მაგრამ იმდენად იშვიათი თვისება სადღეისოდ, რომ მწვრთნელები ამას შაბლონურ ფეხბურთში ვერც შეიყვანენ. დღეს კი, ჩვენ მწვრთნელების შაბლონების ეპოქაში ვცხოვრობთ, რომლებიც იდეალურ დონეზე ადიან, მაგრამ შაბლონებად მაინც რჩებიან.
ედენი ბრწყინავდა გუნდებში, სადაც მას აძლევდნენ საჭირო უფლებებს, მაგრამ იმ გუნდების რიცხვი, რომლებიც მზად არიან ერთ ფეხბურთელს ამხელა თავისუფლება მისცენ - საგრძნობლად იკლებს. დღეს, გუნდებს ან სტრუქტურა აქვთ, ან მთავარი ვარსკვლავი ჰყავთ - „რეალში“, მაგალითად, აზარს ზედმეტად ბევრი ვარსკვლავი დახვდა საიმისოდ, რომ მას „მთავარის“ როლი მოერგო. თავის დროზე და კარიერის საწყის წლებში, ედენმა წარმატებით იპოვა გუნდი, რომელმაც მას „ფარფატის“ საშუალება მისცა და ბელგიელმა ეს წლები ლონდონს გაულამაზა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ვერ გადადგა. ან ძალიან გვიან გადადგა.
თანამედროვე ფეხბურთი უფრო და უფრო ადიდებს ჰოლანდებს და შორეულ უჯრაში ინახავს აზარებს. შესაძლოა, სულ მალე, მათი ადგილი ფეხბურთში საერთოდ აღარ მოიძებნოს.
„იმედია, ერთხელ ოქროს ბურთს მეც მოვიგებ. შესაძლოა ახლავე ვერა, მაგრამ ზოგადად რატომაც არა, თუ ფეხბურთით სიამოვნებას ყოველდღიურად მოვახერხებ?“ - ამბობდა ედენი 2014-ში, რომელმაც თავისი სიტყვები სანახევროდ შეასრულა. სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ნიჭს გაშლის საშუალება არ მისცა.
იშრომო ყოველდღე და ფეხბურთით ისიამოვნო - სხვადასხვა სფეროებია. შესაძლოა, ორი ურთიერთგამომრიცხავი რამაც კი, თუ რადიკალურ გამოვლინებებზე ვისაუბრებთ. ბელგიელმა არჩევანი რადიკალურ სიამოვნებაზე შეაჩერა. ასეთ არჩევანს ყოველთვის აქვს თავისი მინუსები (მათ შორის - ხშირი ტრავმიანობაც, რის გამოც ჩვენ „მადრიდში“ ჯანმრთელი აზარი პრაქტიკულად ვერ ვიხილეთ), მაგრამ ფეხბურთში ორი ეს სფერო უნდა არსებობდეს.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბოლო წლებში ჩვენ (გულშემატკივრები, ჟურნალისტები და მწვრთნელებიც კი), მხოლოდ საქმისადმი ერთ მიდგომას ვიწონებთ და სწორ არჩევნად მოვიხსენიებთ. ხოლო ის, ვინც ვერ ეწერება შაბლონებში, მორალურად ნადგურდება პირველივე შესაძლებლობის დროს. ერთის მხრივ, ეს თამაშის განვითარების და ბუნებრივი ტენდენციების გამოვლინებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი დანაშაულიც.
ედენ აზარის კარიერის სამწუხარო ფინიში - შეხსენებაა ჩვენთვის იმის, თუ როგორ უნდა დავაფასოთ რთული გენიოსები, ყოველთვის მხარი დავუჭიროთ და ვიბრძოლოთ კიდეც მათთვის. ისინი ხომ ასე ცოტანი დარჩნენ.