ავტორიზაცია

მოდრიჩი: "ჩემთვის ახალია ის, რაც ამჟამად რეალში ჩემს თავს ხდება და ეს ნამდვილად არ მომწონს"

მოდრიჩი: "ჩემთვის ახალია ის, რაც ამჟამად რეალში ჩემს თავს ხდება და ეს ნამდვილად არ მომწონს"
თარიღი 11 Oct 2023, 22:53
ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება გამოთქვა.

მიმდინარე სეზონში 38 წლის ნახევარმცველმა „რეალის“ სასტარტოში ადგილი დაკარგა და ისეთი სიხშირით მოედანზე გასვლას ვეღარ ახერხებს, როგორც ამას წინა სეზონებში აკეთებდა.

„რეალი? ეს ნამდვილად ახალი სიტაუციაა ჩემთვის, რადგან არ ვთამაშობ იმდენს, რამდენსაც ვისურვებდი და რამდენიც მინდა, რომ ვითამაშო. ყველამ იცის, რომ მინდა სულ ვთამაშობდე, არ მინდა დასვენება, არ მჭირდება შვებულება, მხოლოდ თამაში მესაჭიროება, ასე ვემზადები საუკეთესოდ და ასე ვარ ყველაზე კარგ კონდიციებში.

ამჟამინდელი სიტუაცია შესაძლოა მომავლისთვის იყოს კარგი და ვნახოთ, მაგრამ მე ასე არ მინდა. მირჩევნია ვითამაშო, თუნდაც ყოველ სამ დღეში, იმიტომ რომ ფიზიკურად კარგად ვგრძნობ თავს. ფიზიკურად და მენტალურად რომ არასაკმარისად კარგ დონეზე ვიყო, სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ ახლა მე თამაში მინდა.

ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება - ნორმალური პროცესია, ამიტომ უბრალოდ უნდა მივიღო და მენტალურად უკეთ ვიყო ამ სიტუაციისთვის მზად.“, - აღნიშნა ხორვატმა ნახევარმცველმა.