როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

დღეს გაიმართება ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ტაილანტის ნაკრებებს შორის.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ამ მატჩში ის შედარებით გადახალისებულ შემადგენლობას დააყენებს.
გთავაზობთ სავარაუდო 11-ეულს, თუ როგორი იქნება ჩვენი ნაკრების შემადგენლობა აღნიშნულ მატჩში.
მეკარე: ლორია
მცველები: ლოჩოშვილი, კაშია, გელაშვილი
ნახევარმცველები: მამუჩაშვილი, სიგუა, ალთუნაშვილი, შენგელია
თავდამსხმელები: ჩაკვეტაძე, ვოლკოვი, ზივზივაძე