ავტორიზაცია

ვეიგა: "საუდის არაბეთი ჩემი კარიერისთვის საუკეთესო ვარიანტია"

ვეიგა: "საუდის არაბეთი ჩემი კარიერისთვის საუკეთესო ვარიანტია"
თარიღი 12 ოქტ 2023, 13:25
ესპანელმა ნახევარმცველმა გაბრიელ ვეიგამ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლაზე ისაუბრა. 

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ნახევარმცველმა კლუბ "ალ-აჰლისთან" გააფორმა კონტრაქტი.

„აქ მხოლოდ ფულისთვის არ მოვსულვარ. ეს საუკეთესო ვარიანტია ჩემი კარიერის განვითარებისთვის. 

მე გავიზრდები ლიგაში, სადაც ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავია თავმოყრილი. ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი არჩევანით. 

ორი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვითამაშებდი. ახლა ამით ბედნიერი ვარ", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.