ავტორიზაცია

ბარსელონა მიტომას აქტიურად აკვირდება

ბარსელონა მიტომას აქტიურად აკვირდება
თარიღი 13 ოქტ 2023, 11:49
კატალონიური "ბარსელონა" "ბრაიტონის" გარემარბით კაორუ მიტომეით არის დაინტერესებული. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" იაპონელ ფეხბურთელს აქტიურად 
აკვირდება.

მიტომა "ბრაიტონთან" მოქმედი კონტრაქტით წელიწადში 500 ათას ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს. 

ტოპ კლუბებმა იციან ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ და მზად არიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურონ.

ამავდროულად, "ბრაიტონს" მიტომასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რომელიც გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა.