ავტორიზაცია

FIFA-ს რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ტაილანდთან გამარჯვების შემდეგ?

FIFA-ს რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ტაილანდთან გამარჯვების შემდეგ?
თარიღი 13 ოქტ 2023, 13:29
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოუგო.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 8:0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს FIFA-ს რეიტინგში 3.89 კოეფიციენტი მოემატა და 1,303.21 კოეფიციენტით 79-დან 77-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს იმავე სტადიონზე, თემურ ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.