სერია A-ს 10-ზე მეტი მოთამაშე სავარაუდოდ უკანონო ფსონების საქმეშია ჩართული
სერია A-ს ათზე მეტი მოთამაშე უკანონო ფსონების საქმეშია ჩართული, ამის შესახებ Football Italia - La Repubblica-ზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, "ნიუკასლის" ფეხბურთელი სანდრო ტონალი და "ასტონ ვილას" მოთამაშე ნიკოლო ძანიოლო პოლიციამ გუშინ საღამოს იტალიის ნაკრების საწვრთნელ ბანაკში დაკითხა ფსონების შესაძლო განთავსების საქმეში მონაწილეობის გამო.

ორივე მოთამაშე მოხსნილი იქნა ნაკრებიდან, რამაც ლუჩიანო სპალეტი იძულებული გახადა, შემცვლელად სამუელე რიჩი და სტეფან ელ შაარავი გამოეძახებინა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკანდალში, სავარაუდოდ, სერია A-ს კიდევ 10 მოთამაშეა ჩართული, რამაც შესაძლოა მოთამაშეების სამ წლამდე დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს.
თანამშრომლობის შემთხვევაში დისკვალიფიკაციის ვადა შეიძლება შემცირდეს.
11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ "იუვენტუსის" ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯიოლი უკანონო ფსონების განთავსებაში იყო ეჭვმიტანილი.
11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ "იუვენტუსის" ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯიოლი უკანონო ფსონების განთავსებაში იყო ეჭვმიტანილი.