გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა ლა ლიგაში მოასპარეზე ფეხბირთელთა სატრანაფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" 23 წლის მეკარეს გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო.
ქართველი მეკარის ფასი ხუთი მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 30 მილიონ ევროს შეადგენს. ეს შედეგი "ღამურების" კაპიტანთან ხოსე გაიასთან ერთად კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მადირიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერის ჯუდ ბელინგემის ფასმა 30 მილიონით მოიმატა და 150 მილიონ ევროს შეადგენს.