[პრევიუ] თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, დუბლი 2
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ქართველების წინააღმდეგ ითამაშებს.
ერთხელ ეს უკვე მოხდა. ზაფხულში ქეცბაია საკუთარ მოედანზე საქართველოსთან 1:2 დამარცხდა და ახლა რევანშის წყურვილი აქვს.
თან, კვიპროსის ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში ერთი ქულაც არ აუღია და 6-დან 6-ვე შეხვედრა წააგო. საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ 4 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსები დაკარგული აქვს.
"ტაილანდთან კარგი ინტენსივობა იყო. ვიცით, რომ კვიპროსთან გაცილებით რთული მატჩი გველის, რადგან კარგი რვროპული გუნდია, მაგრამ მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ისეთივე მონდომებით ითამაშონ, როგორც ამხანაგურ მატჩში. სექტემბერი ჩვენთვის რთული თვე იყო. ის თავდაჯერება, რაც ტაილანდთან დავიბრუნეთ, გამოგვადგება. დღესდღეობით, ნაკრებებს შორის დონე იმდენად შემცირებულია, რომ ადვილი მატჩი არ არსებობს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ და პირველი მატჩის მსგავსი შედეგი დავაფიქსიროთ", - განაცხადა სანიოლმა.
"ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე, მოლოდინი სხვა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, 6 თამაში გავიდა და ჯერ ქულაც კი არ აგვიღია. საქართველოს ნაკრებს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლიათ, ჩვენ კი პირველი ქულების მოპოვებას უნდა შევეცადოთ.
როგორი გრძნობაა საქართველოს წინააღმდეგ თამაში? სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არ მინდოდა, რომ საქართველოს ჯგუფში ვყოფილიყავით, რადგან მთელი ცხოვრება საქართველოს ნაკრებში გავატარე, მაგრამ ასე მოხდა. ახლა კვიპროსის მწვრთნელი ვარ და ერთმანეთის მოწინააღმდეგეები მხოლოდ მინდორზე ვიქნებით", - განაცხადა ქეცბაიამ.
როგორი გრძნობაა საქართველოს წინააღმდეგ თამაში? სიმართლე გითხრათ, თავიდანვე არ მინდოდა, რომ საქართველოს ჯგუფში ვყოფილიყავით, რადგან მთელი ცხოვრება საქართველოს ნაკრებში გავატარე, მაგრამ ასე მოხდა. ახლა კვიპროსის მწვრთნელი ვარ და ერთმანეთის მოწინააღმდეგეები მხოლოდ მინდორზე ვიქნებით", - განაცხადა ქეცბაიამ.
საინტერესო ფაქტები
1994 წლის შემდეგ, კვიპროსმა ევროს შესარჩევში გასვლით მატჩებში კარი მშრალად მხოლოდ 3-ჯერ შეინახა
ტაილანდთან მატჩში მიქაუტაძე ისტორიაში შევიდა და გახდა საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელი, ვინც პოკერი შეასრულა
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს საკუთარ მოედანზე თამაში ჯერ არ მოუგია
კვიპროსის ნაკრებმა ბოლოს ოფიციალური გასვლით მატჩი 2019 წელს, ყაზახეთის წინააღმდეგ მოიგო
რომ არა ესპანეთთან 1:7 მარცხი, საქართველოს ნაკრებს შინ კარგი სტატისტიკა ჰქონდა და 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, თამაში არ ჰქონდა წაგებული
საქართველო - კვიპროსი
გათამაშება: ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
დრო: 15 ოქტომბერი, 17:00 (თბილისის დროით)
ადგილი: მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
მთავარი მსაჯი: რობერტ ჯონსი (ინგლისი)
სავარაუდო შემადგენლობა
მამარდაშვილი, კაშია, კვერკველია, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი, აზაროვი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე