რონალდუ მე-6 მოთამაშე გახდა, რომელმაც სამი ათწლეულის განმავლობაში 100+ გოლი გაიტანა

პორტუგალიელ ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
38 წლის ფეხბურთელმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სლოვაკეთთან მოგებულ მატჩში (3:2) დუბლი შეასრულა.
მიმდინარე ათწლეულში თავდამსხმელს 101 გოლი აქვს გატანილი. 2011 წლიდან 2020 წლამდე მან 550 გოლი გაიტანა, 2001 წლიდან 2010 წლამდე კი – 206.

აღსანიშნავია, რომ იგივე მიღწევა ისტორიის განმავლობაში: ალფრედო დი სტეფანომ, ფერენც პუშკაშმა, პელემ, რომარიომ და ლიონელ მესიმ დააფიქსირეს.