იუვენტუსი ცენტრალურ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
"იუვენტუსის" ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯშია.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი მასიმილიანო ალეგრისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა და "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას, 26 წლის ცენტრალურ მცველთან ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი აქვს.

ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "იუვენტუსი" ბრემერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი.
მიმდინარე სეზონში გლეისონ ბრემერმა ტურინული გუნდის რიგებში რვავე მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.