თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე შეიცვალა
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთის ნაკრებმა დაძლია და ევროპის ჩემპიონატზე ოფიციალურად გავიდა.
ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა რაც თურქებმა ლატვიის ნაკრები 4:0 გაანადგურეს.
აქედან გამომდინარე ვინჩენცო მონტელას გუნდი ერთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობას არ მიიღებს და საქართველოს პოტენციური მეტოქე აღარ არის.
რა იცვლება საქართველოს ნაკრებისთვის? ვილი სანიოლის გუნდს თურქეთის სახით ძლიერი კონკურენტი მოაკლდა.
ამის გარდა ერთა ლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქეც შეეცვალა, ყაზახეთის ნაკრების ნაცვლად საქართველოს ნაკრების მეტოქე ლუქსემბურგი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდი ყველა შემთხვევაში მასპინძელი იქნება.