ნაჩო ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს შეძლებს - რეალის მცველს დისკვალიფიკაცია 2 მატჩამდე შეუმცირდა

მადრიდის "რეალის" მცველი ნაჩო ფერნანდესი "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა 93-ე წუთზე "ჟირონას" მოთამაშე კრისტიან პორტუს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა 93-ე წუთზე "ჟირონას" მოთამაშე კრისტიან პორტუს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
ნაჩო ლა ლიგისგან 3 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. "რეალმა" გადაწყვეტილება
გაასაჩივრა და სააპელაციო კომიტეტმა კი მადრიდული კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მცველის დისკვალიფიკაცია 2 თამაშამდე შემცირდა. ნაჩომ ერთი მატჩი უკვე გამოტოვა - "ოსასუნასთან" (4:0). ამრიგად, ფერნანდესი არ მიიღებს მონაწილეობას "სევილიასთან" ვერ ითამაშებს, მაგრამ 28 ოქტომბერს "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.