ავტორიზაცია

არალეგალური ფსონების საქმეზე ფაჯიოლის დისკვალიფიკაციის სავარაუდო პერიოდი ცნობილია

არალეგალური ფსონების საქმეზე ფაჯიოლის დისკვალიფიკაციის სავარაუდო პერიოდი ცნობილია
თარიღი 17 Oct 2023, 12:06
"იუვენტუსის" ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯიოლის, სპორტულ მოვლენებზე ფსონების განთავსების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

თავდაპირველად იტალიელს სამ წლამდე დისკავლიფიკაციით ემუქრებოდა, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელმა გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და როგორც ჩანს, სასჯელის მნიშვნელოვნად შემცირებას მიაღწია. 

ჟურნალისტ ჯოვანი ალბანესის თქმით, ფაჯიოლი შვიდიდან რვა თვემდე იქნება დისკვალიფოცირებული. 

ამ განაჩენს ნახევარმცველი ეთანხმება და თვლის, რომ სწორად მოიქცა, რომ ყველა დარღვევა აღიარა.

ზოგიერთი ცნობით, ნიკოლო ფაჯიოლის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში დადებული ფსონების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ევროზე მეტია.