VIDEO: კეინის დუბლი, ბელინგემის ბრწყინვალე მატჩი, ინგლისმა იტალია დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ინგლისელებმა მალევე იპოვნეს თავიანთი თამაში და საბოლოოდ, გაიმარჯვეს.
ანგარიში ჰარი კეინმა ბელინგემის მოპოვებული პენალტით გაათანაბრა, ბრიტანელები წინ რაშფორდმა გაიყვანა. საგოლე გადაცემა ბელინგემმა გააკეთა.
შეხვედრას კი საბოლოო წერტილი კეინმა დაუსვა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა - 3:1.
ამ გამარჯვებით, ინგლისმა 16 ქულა მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.