მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლების რეკორდი დაამყარა
არგენტინის ნაკრებჯს ლიდერმა ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში პერუს ნაკრებთან ორი გოლი გაიტანა.
ამის წყალობით 36 წლის ფორვარდი სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ამის წყალობით 36 წლის ფორვარდი სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
არგენტინელს შესარჩევ ეტაპზე 31 გოლი მოუგროვდა. მესიმ წინა რეკორდსმენი - ურუგვაელი ლუის სუარესი ჩამოიშორა.