ავტორიზაცია

ბარსელონა ხულიან ალვარესის ტრანსფერით ინტერესდება

ბარსელონა ხულიან ალვარესის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 18 ოქტ 2023, 11:49
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენას გეგმავს, იუწყება Diario Sport.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი არგენტინელი ფორვარდის გულშემატკივარია და მასთან ერთად მუშაობა სურს.

23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" 2028 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ალვარესმა 13 თამაშში ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.