საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობისა და ოქროს ბურთის ჩამორთმევას ითხოვენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა "ალ-იტიჰადის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა მუსლიმურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფეხბურთელმა პალესტინას ისრაელთან კონფლიქტში მხარი დაუჭირა.
ამ ინფორმაციას საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი ვალერი ბოიერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფორვარდი უნდა დაისაჯოს.
"მინიმალური ზომა არის მისთვის ოქროს ბურთის ჩამორთმევა, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური სასჯელია. მთავარია მას მოქალაქეობა ჩამოართვან. “, - წერს ბოიერი სოციალურ ქსელში.
"მინიმალური ზომა არის მისთვის ოქროს ბურთის ჩამორთმევა, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური სასჯელია. მთავარია მას მოქალაქეობა ჩამოართვან. “, - წერს ბოიერი სოციალურ ქსელში.