ავტორიზაცია

ლეო მესი ალი დაეის ეწევა, რონალდუმდე ჯერ კიდევ შორია

ლეო მესი ალი დაეის ეწევა, რონალდუმდე ჯერ კიდევ შორია
თარიღი 18 ოქტ 2023, 23:14
ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში 105-ე და 106-ე გოლები გაიტანა.

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა“ 2026 წლის მუნდიალის შესარჩევის მატჩში პერუს დუბლი შეუსრულა (2:0).

ამრიგად, ლეო მესი ყველა დროის მეორე საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირს, ირანელ ალი დაეის კიდევ უფრო მიუახლოვდა, რომელმაც 109 გოლის გატანა შეძლო.

ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირი კი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებში 127 გოლი აქვს გატანილი და ჯერჯერობით არც ჩერდება.