ავტორიზაცია

მილანი მანჩესტერ სიტის მცველს აკვირდება

მილანი მანჩესტერ სიტის მცველს აკვირდება
თარიღი 19 ოქტ 2023, 11:35
მანჩესტერ "სიტის" მარცხენა მცველი სერხიო გომესი "მილანის" რადარზეა.

ესპანელს გვარდიოლას გუნდში მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, რითაც შეიძლება ისარგებლონ "როსონერიმ", რომლებიც 23 წლის მცველს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად, იუწყება Calciomercato. 

პოტენციური სატრანსფერო თანხა 18-20 მილიონ ევრს შეადგენს.

სერხიო გომესი მანჩესტერ "სიტიში" გასულ ზაფხულს "ანდერლეხტიდან" 15 მილიონ ევროდ გადავიდა. 

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი მოედანზე ოთხჯერ გამოვიდა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.