ავტორიზაცია

მაროტა: "შკრინიარმა ინტერი გაანაწყენა, რადგან ბევრნაირი ვარიანტი შევთავაზეთ და სულ უარზე იყო"

მაროტა: "შკრინიარმა ინტერი გაანაწყენა, რადგან ბევრნაირი ვარიანტი შევთავაზეთ და სულ უარზე იყო"
თარიღი 19 Oct 2023, 22:57
„ინტერის“ გენერალური დირექტორი, ბეპე მაროტა გუნდიდან მილან შკრინიარის წასვლით იმედგაცრუებულია.

შკრინიარმა „ინტერი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „პსჟ-ში გადავიდა. მცველმა პარიზელებთან წინასწარი კონტრაქტი ჯერ კიდევ იანვარში გააფორმა, რის გამოც სიმონე ინძაგიმ მას კაპიტნობა ჩამოართვა.

„ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. იმიტომ რომ როდესაც ფეხბურთელი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს, ის არა პრეზიდენტის ან ხელმზღვანელობის, არამედ კლუბის ისტორიის და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიდის. მან „ინტერი“ გაანაწყენა და არა ხალხი.

კონტრაქტის გახანგრძლივების ბევრნაირი ვარიანტი შევთავაზეთ, მათ შორის ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის ვარიანტიც, მაგრამ ის მუდმივად უარზე იყო.“, - აღნიშნა მაროტამ.