Mundo Deportivo: მოურინიო მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება
"რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" მთავარი მწვრთნის პოსტზე პრეტენდენტთა სიაშია, იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა პორტუგალიელის მოწვევის ვარიანტს 2024 წლის ზაფხულში განიხილავს, როდესაც კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი ეწურება.
წყაროს ცნობით, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა პორტუგალიელის მოწვევის ვარიანტს 2024 წლის ზაფხულში განიხილავს, როდესაც კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი ეწურება.
მოურინიო მადრიდის რეალს 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.
17 ოქტომბერს Sky Sports Italia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოურინიო "რომას" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
8 ტურის შემდეგ "რომა" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-10 ადგილზეა.