BREAKING: პაპუ გომესი დოპინგ ტესტზე ჩავარდა - არგენტინელს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
იტალიური "მონცას" ფეხბურთელს პაპუ გომესი დოპინგ ტესტზე ჩავარდა, რის გამოც 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
წყაროს ცნობით, გომესმა დადებითი დოპინგის ტესტი 2022 წლის ნოემბერში ჩააბარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არგენტინელის დოპინგის საქმის წარმოება და გამოძიება გრძელდებოდა, ამიტომ მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეძლო.
როგორც Relevo იტყობინება, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ხველის სიროფი დალია, რომელიც მისი შვილისთვის იყო განკუთვნილი.
წყაროს ცნობით, გომესმა დადებითი დოპინგის ტესტი 2022 წლის ნოემბერში ჩააბარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არგენტინელის დოპინგის საქმის წარმოება და გამოძიება გრძელდებოდა, ამიტომ მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეძლო.
არგენტინელის თქმით, ის ღამით თავს კარგად არ გრძნობდა, რის გამოც შვილის სიროფი კლუბის ექიმებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე მიიღო.