ავტორიზაცია

მადრიდის რეალის პრიორიტეტი 2024 წელს მარცხენა მცველის დამატება იქნება

მადრიდის რეალის პრიორიტეტი 2024 წელს მარცხენა მცველის დამატება იქნება
თარიღი 21 ოქტ 2023, 10:58
მადრიდის "რეალი" 2024 წელს მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას შეეცდება.

მიმდნარე სეზონში კარლო ანჩელოტის მთავარ არჩევანს მარჯვენა მცველის პოზიციაზე დანიელ კარვახალი რჩება, მაგრამ "სამეფო კლუბი" უკვე ფიქრობს იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს 31 წლის ესპანელის კონკურენტი და მომავალი მემკვიდრე.

Relevo-ს ცნობით, 2024 წელს "რეალი" გეგმავს ახალგაზრდა და არც თუ ისე ძვირადღირებული მოთამაშის შეძენას, დაცვის მარჯვენა ფლანგზე - ეს არის მადრიდული გუნდის მთავარი კრიტერიუმები. 

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უპირატესობა მიენიჭება გერმანიის ბუნდესლიგასა და საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე კანდიდატებს.