როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი “ვერონასა” და “ნაპოლის” შორის სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დუბლი შეასრულა.
კვარაცხელიას კარგი თამაში დაუფასდა და 8.9 შეფასება დაიმსახურა.
