"მთავარია, ეს ისარი მე არ მომხვდა", - გარსია კვარაცხელიას გოლის აღნიშვნაზე
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ამ გუნდის ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის ორიგინალურ აღნიშვნას ეხმაურება.
მოგეხსენებათ, "ვერონასთან" მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
"რატომ აღნიშნა კვარაცხელიამ გოლები ისრის სროლით? - არ ვიცი, მთავარია, ეს ისარი მე არ მომხვდა", - განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პირველად გოლი მსგავს სტილში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლის შემდეგ აღნიშნა.